საბავშვო ოთახი

 ასაკის მიუხედავად, ბავშვები სახლში ყოფნისას უმეტეს დროს თავიანთ ოთახში ატარებენ. კარგად შერჩეული, ხარისხიანი ავეჯი საბავშვო ოთახისათვის არის თქვენი ბავშვის ფიზიკური და გონებრივი აღზრდის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი. ჩვენ გთავაზობთ როგორც ჩაშენებულ, ასევე ჩვეულებრივ საბავშვო ავეჯს. მთელი ავეჯის დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ საიმედო და თანამედროვე ეკოლოგიურად სუფთა მასალები, რომლებიც დასავლურ სტანდარტებს შეესაბამება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, თქვენი ბავშვის ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით, დაგეხმაროთ ავეჯის სწორ შერჩევაში. საბავშვო ოთახის ძირითად ასორტიმენტს შეადგენს: კომპიუტერის მაგიდა, ტუმბო და თაროები, კარადა გამოსაღები კარებით, კარადა-კუპე, კომოდი, საბავშვო ოთახის სტენკა. მთელი ავეჯი გამოირჩევა კომპლექტაციის მაღალი შესაძლებლობებით, ამიტომ ბავშვის მოთხოვნების შესაბამისად შეგიძლიათ მოაწყოთ მისი ოთახი. ჩვენ გთავაზობთ არამარტო ავეჯის ფარტო არჩევანს, არამედ შეგიძლიათ შეარჩიოთ მისი შემადგენელი ნაწილები იქნება ეს პროფილი კარებისათვის თუ მასალის ფერი, შეახამოთ ისინი ერთმანეთში.

ავეჯის შერჩევისას ჩვენ გაჩვენებთ იმ მასალის ნიმუშებს რომსგანაც შემდგომ დამზადდება ავეჯი. 

გადასატანი ავეჯი საბავშვო ოთახისათვის

 

ფსიქოლოგები და პედაგოგები გვირჩევენ , რომ პასუხისმგებლობით მივუდგეთ საბავშვო ოთახის ინტერიერის მოწყობის საკითხს. ოთახის მოწყობაზეცაა, რომელსაც ჩვენ ვქმნით, დამოკიდებული შემდგომ ბავშვის ხასიათი, თუ როგორ აღიქვავენ ისინი გარესამყაროს.

 

საბავშვო ოთახი, რომელსაც ბავშვი თვლის თავის სუვერენულ ტერიტორიად, არის მისი სათამაშო მოედანიც, დასვენების ადგილიც, სამუშაო კაბინეტიც სადაც ისინი ამზადებენ გაკვეთილებს და დაკავდებიან სვხადასხვა ხელოვნებით. ამიტომ, კარგად უნდა დაიგეგმოს საბავშვო ოთახის ავეჯის ყოველი ელემენტი, რომ ბავშვმა კარგად შეინახოს სათამაშოც, წიგნიც, სახატავი რვეულიც - საგნები, რომლისთვისაც განსაკუთრებული ადგილი ექნება.

ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ გამოიყურება ავეჯი საბავშვო ოთახში, ის ბავშვს მხოლოდ კი არ უნდა მოეწონოს, არამედ მისი გამოყენების სურვილიც გაუჩინოს და ჩამოუყალიბოს ბავშვს ისეთი თვისებები როგორიცაა წესრიგის სიყვარული. კარგად გაფორმებული ავეჯის საშუალებით, გავუღვიოთ გემოვნების გრძნობა, რომელიც შემდგომ ძალიან გამოადგება. და რა თქმა უნდა არშეიძლება დავივიწყოთ თუ როგორ უყვართ მათ სადღესასწაულო განწყობა, რომელზეც ადვილად დადგება თუ ოთახს ნათელი და მხიარული ავეჯით მოვაწყობთ.