დეკორატიული თაროები

  სახლის კედლების გალამაზება მხლოდ სურათებითა და სარკეებით კი არაა შესაძლებელი. არამედ საგნებით, რომლებიც ლამაზებიცაა და ორინინალურიც, ასევე ქმნიან დამატებით ჰორიზონტალურ სიბრტყეებს (მათზე რაიმე საინტერესოს განთავსებაა შესაძლებელი). რათქმა უნდა საუბარია კედლის თაროებზე. ზოგჯერ ყველაზე შეუმჩნეველი (და რათქმა უნდა, იაფი) საგნები მაღაზიიდან შეიძლება ძალიან დაამშვენონ ინტერიერი, თუ დავიხმარებთ შემოქმედებით საზრიანობას და შევამჩნევთ სხვა შესაძლებლობებს. სად შეიძლება განვათავსოთ ასეთი თაროები? პრაქტიკულად ყველა კედელზე, კუთხეში, ფანჯრებს შუა, ტახტის ან საწოლის თავზე, ტელევიზორის გარშემო. ერთადერთი წესი: თაროს რაც უფრო არაჩვეულებრივი ფერი და მოყვანილობა აქვს, მით უფრო მშვიდი და წყნარია ირგვლივ (კედელი, და ის რაც ზედ განთავსდება). და პირიქით, თუ უფრო ჩვეულებრივი ფერისაა და მოყვანილობის თარო, მაშინ ისინი შეიძლება ვაქციოთ ორიგინალურ დეკორაციათ, ან განვათავსოთ ეფექტურ გარემოცვაში. რამდენი საყვარელი წვრილმანი დაგიგროვდათ? თარო - მშვენიერი ადგილია მათ გამოსაჩენად. მთავარია ისინი კარგად დაალაგოთ.