აბაზანის ავეჯი

              აბაზანის ავეჯის შერჩევა

  დილით ადრე შეხვიდე შენს მყუდრო სააბაზანოში, დაიბანო ხელ-პირი, მიიღო აბაზანა ან შხაპი, მოწესრიგდე, განეწყო მომავალი დღისათვის - ეს დაგვმუხტავს ენერგიით, რომელიც ასე გვესაჭიროება დღის დასაწყისში. და როგორი კარგია გაატანო წყალს დიდი ქალაქის ჭუჭყი, დაღლა და სტრესი, რომელიც მიიღე მთელი დღის განმავლობაში - მიხვალ სახლში და მიიღებ თბილ შხაპს. მაგრამ მიღებთ ამ სიხარულს თუ ამ ყველაფერს გააკეთებ იმ ოთახში სადაც დგას დაბალ ხარისხიანი ნაჩქარევად შერჩეული ავეჯი? სააბაზანო ხომ უდიდეს როლს თამაშობს სახლის სიმყუდროვეში და ღირს რომ სერიოზულად მიუდგეთ მისთვის ავეჯის შერჩევის საკითხს. არის ბევრი ნიუანსი: რამდენად მცირეა თუ დიდია სააბაზანო, როგორ სტილში გინდათ მისი მოწყობა, როგორი ფერები უფრო ახარებს თქვენს თვალს, სად და როგორ მონახოთ ის ბალანსი ავეჯისა და მასალის ხარისხსა და ფასს შორის, და როგორ მოვაწყოთ მაქსიმალურად მოსახერხებლად.

 

          სააბაზანოს ავეჯის ზომები

     ეს პირველი ფაქტორია, რომელიც ძალიან ბევრს განსაზღვრავს.თუ თქვენი საბაზანო ძალიან პატარა არაა, მაშინ ავეჯის შერჩევისას შეგიძლიათ თავს ბევრის უფლება მისცეთ. მაგრამ მეტწილ ბინებში სააბაზანო არც ისე თავისუფალია. ამ შემთხვევაში კომფორტული და სასიამონვო გარემოს დაგეგმვა, მოითხოვს უფრო მეტ დროსა და ძალისხმევას. მაგრამ იმედი არ დაკარგოთ!

   რაც არ უნდა შეარჩიოთ, სააბაზანო ავეჯის მინიმუმი თვალსაჩინოა: ტუმბო პირსაბანით, ერთი ან რამოდენიმე დასაკიდი ყუთი და თარო, და სარკე. ყველაზე მარტივია ეს ყველაფერი მზა შეიძინო, მაგრამ არავინ გიშლით, რომ ეს ყველაფერი ცალ-ცალკე შეიძინოთ და შეადგინოთ თქვენი უნიკალური ავეჯის ნაკრები. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სააბაზანოს ავეჯის ყოველი ელემენტი იყოს წყალგამძლე მასალისგან დამზადებული და გამძლე!

   რომლის დამზადებასაც ჩვენთან შეძლებთ